ნავთლუღში, გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერი გაიხსნა

ისნის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევში, კორპ. N9 – ის მიმდებარედ სკვერი მოაწყო.
სამუშაოების განხორციელების შედეგად, 600 კვ.მ.-ზე საბავშვო მოედანი და გარე განათების სისტემა მოეწყო. ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ირგვლივ სკამები, ურნები, ფანჩატური და ტრენაჟორები დამონტაჟდა. ასევე, დაირგო ხე-მცენარეები.
პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 143 108 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები