შშმ პირებისთვის საჭადრაკო სახელმძღვანელო გამოიცა 

შშმ პირებისთვის განკუთვნილი საჭადრაკო სახელმძღვანელო პირველად გამოიცა , – ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდა ბრაილის შრიფტისა, სახელმძღვანელო დაიბეჭდა მხედრული შრიფტით, რომელიც მისაღებია ნებისმიერი ასაკის და სტატუსის მქონე მკითხველებისთვის.

“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლიდან წიგნის “ჭადრაკი ყველასთვის” ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.
ავტორების ინფორმაციით, საქართველოში ბრაილის შრიფტით გამოცემული საჭადრაკო სახელმძღვანელო პირველად გამოიცა.
ავტორების, საერთაშორისო დიდოსტატების სალომე მელიასა და დავით ჯოჯუას თქმით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი საჭადრაკო სახელმძღვანელო საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ბიბლიოთეკას, უსინათლოთა კავშირს და იმ ორგანიზაციას გადაეცემა, სადაც ამის მოთხოვნა იქნება.
გარდა ბრაილის შრიფტისა, სახელმძღვანელო დაიბეჭდა მხედრული შრიფტით, რომელიც მისაღებია ნებისმიერი ასაკისა თუ სტატუსის მქონე მკითხველისთვის.
წიგნის რეცენზენტები არიან მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე და პროფესორი ვეფხვია ოდიშარია”, – ნათქვამია ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები