ზვიად შალამბერიძე პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ტესტირების შესახებ ისაუბრეს.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ინტენსიური ტესტირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდინფიცირებულების დროულად გამოვლენისა და იზოლაციისთვის.

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სწრაფი ანტიგენის ტესტებით ჩვენი თანამოქალაქეების ტესტირებას, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დროულად მოხდეს ინფიცირებულების გამოვლენა და იზოლაცია, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კორონავირუსთან ბრძოლაში. პირველადი ჯანდაცვის ცენტრები არის ის ძირითადი რგოლი, რომელიც უნდა მოემსახუროს იმ მოქალაქეებს, რომელთაც ვირუსის მახასიათებელი ნიშნები ექნებათ, რათა მათ თავისუფლად შეძლონ ტესტის გაკეთება”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის მართვის პროცესში დადგენილი შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყანის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში სახელმწიფო, დღეში, დაახლოებით 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. ამავდროულად, განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები