გადაფურცლე „კინ-O” ონლაინ – ელექტრონული ჟურნალი

ეროვნული კინოცენტრის ჟურნალი „კინ-O” უკვე ხელმისაწვდომია კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ჟურნალის პრეზენტაცია რამდენიმე თვის წინ გაიმართა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „კინ-O” საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ერთადერთი პროფესიული ჟურნალია ქართულ კინემატოგრაფზე, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოვა. ჟურნალის მთავარი რედაქტორები არიან – თეო ხატიაშვილი და გიორგი რაზმაძე.
„კინ-O”-ს პირველი ნომერი დროს მიეძღვნა – კინემატოგრაფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული პანდემიის უცნაური პერიოდით დამთავრებული, ჟურნალში დროის ფენომენს იკვლევენ – დროის, რომელიც ახლა უკვე არა მხოლოდ კინოში, არამედ მსოფლიოშიც შენელდა.
ჟურნალის პირველ ნომერში მკითხველი ასევე გაეცნობა ახალი ქართული ფილმების რეცენზიებს, საინტერესო ინტერვიუებს, თარგმანებსა თუ რეკომენდაციებს“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები