ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე ეწყობა

სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. მათ შორის, კიდევ ერთი სკვერი ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში გაიხსნება. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.
ვარკეთილი 3-ში, მეორე მიკრორაიონის N1, N2, N3, N9 კორპუსებისა და N178 საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე ეწყობა. 3 000 კვ.მ ფართობზე საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, კალათბურთის მინი მოედანი, დასასვენებელი პავილიონი, სასმელი წყლის ფანტანი, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები განთავსდება. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება.
პროექტის ღირებულება 470 500 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები