ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირველები გაიკეთებენ, რათა საზოგადოება მის უსაფრთხოებაში დაარწმუნონ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები: ბარაქ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი მას შემდეგ, რაც აშშ-ის შესაბამისი უწყება ნებართვას გასცემს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირველები გაიკეთებენ.

ამ გზით ქვეყნის ყოფილი ლიდერები საზოგადოებას მის უსაფრთხოებაში დაარწმუნებენ.

აშშ-ის ყოფილი პირველი პირები იმედოვნებენ, რომ საინფორმაციო კამპანია ძლიერი გზავნილი იქნება იმის შესახებ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.

როგორც ქვეყნის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის ყოფილი ადმინისტრაციის უფროსმა, ფრედი ფორდმა განაცხადა, ბუში ენტონი ფაუჩის, ასევე, თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორს, ექიმ დებორა ბირკს მიმართა, რომ ჩართულიყო ვაქცინის პროპაგანდაში.

მსგავსი განცხადება გააკეთა ბილ კლინტონის პრესმდივანმა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მზად არის, ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს.

ბარაკ ობამამ კი ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა, რომ თუ ენტონი ფაუჩი იტყვის,  ვაქცინა უსაფრთხოა, ის მის ნათქვამს ენდობა და ვაქცინას გაიკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები