ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ისევ გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 2 დეკემბერს კორონავირუსის ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ე.წ.რესპუბლიკაში 6 204 დადასტურებული შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე საშუალოდ 50-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდბეოდა, რის შედეგადაც ე.წ.ჯანდაცვის მინისტრმა, თამაზ წახნაკიამ განაცხადა, რომ ნოემბერში ახალი შემთხვევების რიცხვმა ორჯერ იკლო.

მისი მონაცემით, ოქტომბერში 2 831 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 24 ნოემბრამდე პერიოდში – 1 343-მდე.

ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 95 ადამიანი მკურნალობს, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდპაციენტია; მრავალპროფილურ ჰოსპიტალში კი 40 პირი მკურნალობს, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

ვირუსის დამარცხება სულ 4183 პირმა შეძლო, 84 გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები