ნიკოლოზ მეტრეველი “ახალი ოპოზიციის” ლიდერებს: ზუსტად ისევე იქნებით ქართველი ხალხის მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილი, როგორც პრეისტორიული გუბაზ სანიკიძე, ნინო ბურჯანაძე და სხვები

გადავხედე ე.წ ახალი ოპოზიციის ლიდერების დღევანდელ საჯარო გამოსვლებს და თითქმის არცერთ მათგანს ელემენტარულად სამძიმარიც კი არ გამოუხატავთ კობა დავითაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო, –  ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს ის მზად არის ე.წ ახალი ოპოზიციის ლიდერებს უფასო რჩევა მისცეს.

“გადავხედე ე,წ ახალი ოპოზიციის ლიდერების დღევანდელ საჯარო გამოსვლებს და თითქმის არცერთ მათგანს ელემენტარულად სამძიმარიც კი არ გამოუხატავთ კობა დავითაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ამის მაგივრად, გაყინული სახეებით, კვლავ თუთიყუშებივით სააკაშვილ-თემურ ალასანიას გზავნილებს იმეორებდნენ.
უფასო რჩევას მოგცემთ – დროულად თუ არ დააღწევთ თავს მარკირებული დეზერტირი სააკაშვილის ბოროტების მანქანას, ზუსტად ისევე იქნებით ქართველი ხალხის მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე სულ რამდენიმე თვეში მოსროლილი, როგორც პრეისტორიული გუბაზ სანიკიძე, ნინო ბურჯანაძე და სხვები”, – წერს მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები