გიორგი გამსახურდია ასლან ვაშაყმაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე – „ნაციონალური მოძრაობა“ ბადებს და იზიდავს ამ სულისკვეთების ადამიანებს, რომლებიც წლებია, საზოგადოებას დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ”
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ასლან ვაშაყმაძის მიერ პოლიციელებზე მუქარისა და უცენზურო სიტყვების გამოყენებით ჩაწერილ ვიდეოს ეხმაურება და წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბადებს და იზიდავს ამ სულისკვეთების ადამიანებს, რომლებიც წლებია, საზოგადოებას დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ.
„ძალიან ბევრს უკვირს ვაშაყმაძის ვიდეო, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პუტჩისტებისა და პოლიტიკურ ოპონენტებზე მოძალადე კარტელი, რომელსაც პირობითად პოლიტიკური სახელწოდება – “ნაცმოძრაობა” ჰქვია, ბადებს და იზიდავს ამ სულისკვეთების ადამიანებს, რომლებიც წლებია, საზოგადოებას დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ“, – წერს გიორგი გამსახურდია.