თამთა მეგრელიშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, ამ მკვლელი რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი – კობა დავითაშვილი დღეს გარდაიცვალა

„კობა დავითაშვილი იყო ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს უმოწყალოდ ცემეს, ნაცემს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და სასიკვდილოდ გაწირეს”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სწორედ, 2007 წლის 7 ნოემბერს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები მას მძიმე დაავადებად ექცა და წლები იტანჯა.

,,ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო თქვა და გააკეთა. სტუდიაში თუ სტუდიის გარეთ, თავისუფლად მოსიარულენი და ჯანმრთელნი დასცინოდნენ, ავადმყოფს უწოდებდნენ და მიშას განადიდებდნენ. ასეთებისთვის მისი წასვლით ნამდვილად არაფერი შეიცვალა … მაგრამ გულისხმიერი, კეთილსინდისიერი, პატრიოტი ადამიანებისთვის კობა დავითაშვილი ქვეყანას დააკლდა”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები