ლუკაშენკო: ნატო-მ კოლექტიური უსაფრთხოების წევრი ქვეყნების საზღვრებთან სამხედრო პოტენციალი გაზარდა

“კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საზღვრებთან აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო პოტენციალის ზრდა, შემაშფოთებელია”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ონლაინ ფორმატში ტარდება.

“მსოფლიო არაკონტროლირებადი გამალებული შეიარაღების ზღვარზეა. ძალიან სახიფათო მოვლენები მძაფრდება, კერძოდ, დიდი სახელმწიფოების სამხედრო დაპირისპირების სახით. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სამხედრო ყოფნა კოლექტიური უსაფრთხოების წევრი ქვეყნების დასავლეთის საზღვრებთან”, – თქვა მან.

მისი თქმით, პირველ ყოვლისა, საუბარია პოლონეთში დამატებით სამხედრო კონტინგენტის განთავსებაზე, ასევე, ვარშავის გეგმას სამხედრო ინფრასტრუქტურის ახალი ობიექტები შექმნაზე.

“ნათლად ვხედავთ, სამხედრო ხასიათის სისტემური ღონისძიებების ზრდას ამ ქვეყანაში, ასევე ბალტიის ქვეყნებში”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, სამხედრო გააქტიურების სამიზნეშია არა მხოლოდ ბელორუსის ეროვნული ინტერესები.

“ამ კონტექსტში საჭიროა, განვიხილოთ ნატო-ს განცხადება რაღაც ახალი სტრატეგიული კონცეფციის შექმნის შესახებ. ვთვლი, რომ ყველასთვის გასაგებია, ვის ან რის წინააღმდეგ იქნება ის მიმართული”, – ხაზი გაუსვა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები