ნათელაშვილი – გერმანიის ელჩს: შე მამაცხონებულო, თუ ელჩი ხარ, რა გინდა შუაღამისას პარლამენტის ფანჯარაში

“გერმანიის ელჩი გამობრძანდა მაშინ, როცა 20 ივნისს თვალები დათხარეს ჩვენს ბავშვებს და განაცხადა, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით მიდიოდა”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სტუმრობისას გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში გააკრიტიკა, ხოლო ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი შეაქო.
„ევროკავშირის ელჩი არის ნამდვილი დიპლომატი, მიუკერძოებელი და ძალიან მაღალი კლასის მოღვაწე. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი არის საკმაოდ გავლენიანი დიპლომატია, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, სამხედრო დიპლომატია, რადგან დედამიწის ყველა ცხელ წერტილში ნამყოფია. დახვეწილი პიროვნებაა.
რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ის გამობრძანდა მაშინ, როცა 20 ივნისს თვალები დათხარეს ჩვენს ბავშვებს და განაცხადა, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით მიდიოდა. ვუყურებდი პარლამენტის ფანჯრიდანო. შენ მამაცხონებულო, თუ ელჩი ხარ, რა გინდა შუაღამისას პარლამენტის ფანჯარაში, გახარიას გვერდზე და რატომ ტკბები იმით, რომ ბავშვებს თვალებს თხრიან.
როგორც ერიკ ფურნიე, საფრანგეთის გათახსირებული ელჩი, ფინანსდებოდა ბიძინა ივანიშვილისგან და მილიონერი წავიდა აქედან, ცოლის სახელზე გააფორმა ამისგან ნაჩუქარი მილიონები, ასევე, ეს გერმანიის ელჩიც, ყურამდე რომ აქვს პირი გახსნილი პირი სახაჭაპურედ, ფინანსდება ამისგან“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები