გეგმავს თუ არა სომხეთი აზერბაიჯანის ბაზარზე გასვლას – სომხეთის ეკონომიკის მინისტრის სკანდალურ განცხადებას მმართველ გუნდშიც იზიარებენ

სომხეთში ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის, ვაან ქერობიანის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული სკანდალური განცხადების გამო, ვნებათაღელვაა.

ახლადდანიშნულმა ქერობიანმა რუსული პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლებლად მიიჩნევს აზერბაიჯანთან საზღვრის გახსნას, რაც, მისი თქმით, ეკონომიკის განვითარებას ფართო შესაძლებლობას მისცემს. ამ კონტექტსში მან ასევე თქვა, რომ შესაძლოა, სომხეთისთვის თურქული პორტები გაიხსნას, ასევე, აზერბაიჯანის ბაზარი სომხური საქონლისთვის, სომხური კი – აზერბაიჯანულისთვის ხელმოსაწვდომი გახდეს.

მინისტრის ამ განცხადებას სომხეთის საზოგადოებაში შეშფოთება მოჰყვა და მას დამატებითი კომენტარის გაკეთება მოუწია.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ამგვარი სცენარის განვითარება, ქერობიანმა თქვა, რომ “მისი სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯა მოხდა”.

“მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ გაიხსნება გზები, უნდა ვიყოთ მზად, უნდა ვისწავლოთ და განვითარდეთ, მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის მოდერნიზირება და სხვა. შესაძლოა, ერთხელაც, გზების გაიხსნას. თქვენ კი აიღეთ და მხოლოდ ბოლო ნაწილი გაახმოვანეთ კონტექსტიდან ამოგლიჯეთ”, – თქვა მან.

ამასთან, მმართველი ფრაქციის – “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატმა, აიქ გევორგიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში სომხური საქონლის გაყიდვაში ცუდი არაფერია.

“თუ შევძლებთ ჩვენი საქონლის რეალიზებას აზერბაიჯანში, ამაში შეიძლება, რამე ცუდი იყოს”, – თქვა მან და დასძინა “ყველა სიტყვის გამო ატეხილი ხმაური, კარგს არაფერს მოიტანს”.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად მართებულია, რომ სომხეთში შეიძლება, აზერბაიჯანული საქონელი გაიყოდოს მაშინ, როდესც ისინი სომეხ ჯარისკაცებს კლავდნენ? დეპუტატი ამბობს, “არ ვიცი, საით მიდიხართ ასეთი აზროვნებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები