ევროპაში გასულ კვირას კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსის 62 844 837 შემთხვევაა დადასტურებული, 1-ელ დეკემბერს ეს მაჩვენებელი 453 170-ით გაიზარდა.

შესაბამის სტატისტიკას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

გარდა ამისა, ვირუსს, ბოლო 24 საათში 7 837 ადამიანი შეეწირა, პანდემიის დაწყებიდან კი 1 465 144 ლეტალური შემთხვევაა.

მსოფლიოში დღიური ანტირეკორდი 14 ნოემბერს დამყარდა, როდესაც კორონავირუსი 669 054 ადამიანს დაუდასტურდა, ლეტალური ანტირეკორდი კი 17 აპრილს – 12 482.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 23-29 ნოემბრის პერიოდში ვირუსით 3 935 330 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 16 – 22 ნოემბრის მაჩვენებელზე ნაკლებია. ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გასულ კვირას ლეტალური შემთხვევების რიცხვი 69 916-ით  გაიზარდა მაშინ, როდესაც 16-22 ნოემბრის პერიოდში 67 221 გარდაცვალება დაფიქსირდა.

აღინიშნება, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში რჩება მაღალი, ამასთან, იზრდება სიკვდილიანობა.​

კერძოდ, გასულ კვირას ევროპაში სიკვდილიანობა 16-22 ნოემბერთან შედარებით 5%-ით გაიზარდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 4%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კი, 2%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები