გერმანია, იტალია და საფრანგეთი, კოვიდ პანდემიის სიტუაციის გათვალისწინებით, ზამთრის კურორტებს არ ხსნიან

გერმანია, იტალია და საფრანგეთი მომხრეა, რომ, კოვიდ პანდემიის სიტუაციის გათვალისწინებით, არ გახსნან ზამთრის კურორტები. 24 ნოემბერს ანგელა მერკელი შეუერთდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და იტალიის პრემიერის, ჯუზეპე კონტეს განცხადებებს და აღნიშნა, რომ ზამთრის კურორტები უნდა იყოს დაკეტილი.

გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს ალპების ერთ-ერთმა კურორტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ინფექციის გავრცელებაში, რადგან სწორედ ამ კურორტიდან დაბრუნებულმა დამსვენებლებმა გაავრცელეს კორონავირუსი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ქვეყნებს ჰქონდეთ ერთიანი პოზიცია საკითხთან მიმართებაში, რადგან თუ, მაგალითად, იტალია დაკეტავს ზამთრის კურორტებს და ავსტრია არ დაეთანხმება მეზობელი ქვეყნების ამ პოზიციას, გაიზრდება მობილობა ქვეყნებს შორის
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შობის დღესასწაულამდე კურორტები არ გაიხსნება, განიხილება მხოლოდ 10 იანვრისთვის გახსნა. ასევე, საფრანგეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სათხილამურო ტრასები და ყველანაირი ინფრასტრუქტურა (მათ შორის, კაფეები/რესტორნები) იქნება დაკეტილი, თუმცა, გახსნა იგეგმება დამსვენებლებისთვის „სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად“.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში, სეზონურად, სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და შემოსავალი ყოველწლიურად შეადგენს 10 მილიარდ ევროს. ასევე, საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კურორტების გახსნის შემთხვევაში გაიზრდება თხილამურებით სრიალის დროს დაშავებულთა რაოდენობა, რაც იქნება დამატებითი ტვირთი საავადმყოფოებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები