„ქალი – ხელოვანი“ – ონლაინპროგრამა

1 დეკემბერს, 15:00 საათზე, ონლაინპროგრამა – „ქალი – ხელოვანი“ გაიმართება. პროგრამის ავტორია დალი გოგორიშვილი.
„საგანმანათლებლო ონლაინპროგრამაზე ვისაუბრებთ სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნის თუ მხატვრული მიმდინარეობის წარმომადგენელ ქალ ხელოვანებზე, მათ შორის არიან: არტემიზია ჯენტილესკი, კამილა კლოდელი, გრანდმა მოზესი, ფრიდა კალო, ბერტა მორიზო, ნიკი დე სენ ფალი, მითჰილას ქალი მხატვრები, ასევე ვისაუბრებთ ქართველ ქალ მხატვარზე – ქეთევან მაღალაშვილზე.

მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ჭრილში განვიხილათ იმ სირთულეებსა და ბარიერებს, რომელთა წინაშეც ქალი ხელოვანები იდგნენ. ქალი, როგორც ხელოვანი, ქალი, როგორც შემოქმედი, ქალი, როგორც ძალადობის ობიექტი – ეს საკითხები დღესაც საკმაოდ აქტუალურია.

ჩვენს ინტერაქტიულ საუბარს აჭარის რეგიონიდან შემოუერთდება მხატვარი მაია ჭყონია, რომელიც გაგვაცნობს რეგიონში მოღვაწე ქალ მხატვრებს და მათ შემოქმედებას“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ წარმართული კამპანიის ნაწილს.
პროგრამა გაიმართება Zoom პლატფორმაზე.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირება: https://bit.ly/33aOhpW

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები