covid-19-თან დაკავშირებული ვითარება მსოფლიოში უარესდება – ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდებენ

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, შობის პერიოდში, სასტუმროების მუშაობის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა. კანცლერის აზრით, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა, ინფიცირების მაჩვენებელს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებსა და დასახლებებში, მნიშვნელოვნად გაზრდის.
ენტონი ფაუჩი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მადლიერების დღის შემდეგ მოიმატებს კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობა, დასვენების დღეებში მაღალი მობილობის გამო. ფაუჩი მოუწოებს მოსახლეობას, გაიარონ კარანტინი თუ ეს შესაძლებელია.

30 ნოემბერს, უკრაინაში, COVID-19-ით დღიური ინფიცირების 9 946 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 114 პირი; უკრაინის მთავრობა ქვეყანაში „ლოქდაუნის“ გამოცხადების შესაძლებლობას განიხილავს. განიხილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის გაჩერებაც.
შეზღუდვების საპროტესტო აქციაზე ლონდონში პოლიციამ 150 ადამიანი დააკავა – სამდონიანი რისკის ზონების შემოღების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება, 29 ნოემბერს, მოსახლეობამ ლონდონის ქუჩებში გააპროტესტა. ახალი რეგულაციების თანახმად, რისკის მაღალ ზონებში, ბიზნეს საქმიანობა, მოგზაურობა და სოციალიზაცია აიკრძალება. საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 150 ადამიანი დააკავა.

ახალმა სისტემამ გამოავლინა, რომ თურქეთში კოვიდ დადასტურებული ადამიანების რაოდენობა არის რეალურად 3-4 ჯერ მეტი. თურქეთი ოფიციალურად აცხადებდა მხოლოდ იმ კოვიდ პაციენტების რაოდენობას, რომლებიც არიან დადასტურებული და ამავდროულად, სიმპტომიანები. ეხლა გადავიდნენ ახალ სისტემაზე და აცხადებენ კოვიდ ტესტირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, სრულად (სიმპტომიანი/უსიმპტომო). განახლებული მეთოდოლოგიით გამოქვეყნებული მონაცემებით, 27 და 28 ნოემბერს, თურქეთში ინფიცირების 29 845 და 30 103 შემთხვევა

30 ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მთელ ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდება. კვირის სამუშაო დღეებში კომენდანტის საათი 21:00-05:00 საათების პერიოდში იმოქმედებს. შაბათ-კვირას კი მთელი დღე-ღამის განმავლობაში (პარასკევს 21:00 საათიდან ორშაბათს 05:00 საათამდე) იქნება ძალაში. შაბათ-კვირას კომენდანტის საათის შეზღუდვებისგან, სასურსათო მაღაზიები და პროდუქტის მიტანის საკურიერო სერვისები, გარკვეული დროით განთავისუფლდებიან. 20 წელზე ახალგაზრდა და 65 წელზე ასაკოვან ადამიანებს აეკრძალებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. დაიხურება ბავშვების დღისით მოვლის ცენტრები. ქორწილებსა და დაკრძალვებზე მაქსიმუმ 30 პირის დასწრება იქნება ნებადართული;
აზერბაიჯანის მთავარი ინფექციონისტის, ვაციფ ალიევის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ზრდა გარდაუვლად გამოიწვევეს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები