13 წლის მხატვარი ფოთიდან, რომელიც ქართველ კლასიკოსებს ხატავს

დაიბად ფოთში. 4 წლის ასაკიდან დაიწყ ხატვა ფანქრებით.
6 წლიდან შეიყვანეს ხატვის მოყვარულთა წრეში, სადაც მისი პირველი პედაგოგი იყო  თეა დუნდუა. სწორედ მან აღმოაჩინა მისი მხატვრობის ნიჭი და მისივე ინიციატივით, დაიწყ სიარული ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში.
პატარაობიდან ძირითადად ხატავდ ანიმაციური ჟანრის ნახატებს.
12 წლის ასაკში შექმნა პირველი პორტრეტი გალაკტიონ ტაბიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ერთი წლის განმავლობაში  არაერთი ნამუშევარი დახატა.  13 წლის მხატვარი  საკუთარ გამოფენაზე ოცნებობს. – რატი ხელიას პერსონა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

– ფოთში დაიბადეთ, ხატვა 4 წლიდან დაიწყეთ. პირველი ნაბიჯები…
– როდესაც ხატვა დავიწყე, მშობლები ყოველთვის გვერდით მედგნენ. ისინი აფასებდნენ ჩემს ნიჭს და  სჯეროდათ ჩემი წარმატების.
– მშობლებმა ხატვის მოყვარულთა წრეში მიგიყვანეს…
– კარგად მახსოვს, როცა პირველად შევხვდი ჩემს პირველ პედაგოგს. მან მე შემომთავაზა, დამეხატა ნებისმიერი რამ. დავხატე მერცხალი, რომელიც მასწავლებელს ძალიან მოეწონა და ის ნახატი დღემდე აქვს შემონახული.
– ოტია ჯაიანის სამხატვრო სკოლა დაამთავრეთ. რა მოგცათ იმ პერიოდმა? რა იყო საინტერესო?
– იმ პერიოდმა მომცა ბევრი სიხარული და ბედნიერება, რადგან მანდ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ჩემთვის საინტერესო იყო ნიჭიერი უფროსების ნამუშევრები და თითოეულ მათგანს თვალს ვადევნებდი.
– პირველი ნახატები…
– ჩემი პირველი პორტრეტი იყო გალაკტიონ ტაბიძის. ამის შემდგომ გადავწყვიტე, დამეხატა ცნობილი მსახიობებიც.
– როგორ დახატეთ გალაკტიონი? და რატომ პირველად მაინცდამაინც იგი? სხვა რომელი მწერლის დახატვას აპირებთ?
– მე-7 კლასში გალაკტიონ ტაბიძის პრეზენტაციისთვის დავხატე პორტრეტი, რომელმაც კლასშიც და სოციალურ ქსელშიც დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ გამიჩნდა სურვილი, გამეგრძელებინა პორტრეტ-ხატვა და ასე დაიწყო ყველაფერი.
– რა ახდენს გავლენას თქვენზე ხატვის დროს – გარემო, მუსიკა, ბუნება თუ სხვა რამ?.. შთაგონებისთვის რა გჭირდებათ?
ხატვის დროს ჩემთვის დიდ გავლენას ახდენს მუსიკა და მშვიდი გარემო. სწორედ ეს მეხმარება შთაგონებისთვის.
–  ბოლო ერთი წლის მანძილზე მრავალი პორტრეტი შექმენით…
– ჩემი პორტრეტებიდან გამოვარჩევდი: იაკობ გოგებაშვილს, შოთა რუსთაველსა და გალაკტიონ ტაბიძეს. თითოეული მათგანის ისტორია ყველა ქართველისათვის ძალიან ძვირფასია. მათი პატივისცემის ნიშნად მივიღე გადაწყვეტილება, შემექმნა მათი პორტრეტები.
– 13 წლის ხართ. ვინ, რომელმა მხატვრებმა მოახდინეს თქვენზე დიდი ზეგავლენა?
– ჩემთვის დიდი ზეგავლენა მოახდინეს მხატვრებმა: ნიკო ფიროსმანმა, პაბლო პიკასომ, ვინსენტ ვან გოგიმ და ავთანდილ ვარაზმა.
– როგორ უთავსებთ სწავლას და ხატვას ერთმანეთს?
– ჩემთვის ცხოვრების ორივე სფეროს დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ მათგანს გარკვეულ დროს ვუთმობ, მაგრამ ხატვა ჩემთვის ყველაფერია.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია: ხატვა, მუსიკის მოსმენა, ფეხბურთი და ველოსპორტი.
– სამომავლოდ გამოფენაზე ოცნებობთ… როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პირველი გამოფენა?
– ვოცნებობ საკუთარ გამოფენაზე. ჩემი წარმოდგენით ჩემს პირველ გამოფენაზე მოვლენ ადამიანები, რომელთათვისაც ძვირფასია ხელოვნება და დააფასებენ ჩემს ნამუშევრებს.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად ვმუშაობ თამარ მეფის პორტრეტზე.
– „მომავალში მაგარი მხატვარი ეყოლება ფოთს შენი სახით“ – ასეთ კომენტარებს გიწერენ ფეისბუქზე. ალბათ პატარა ლამაზ ქალაქში ცხოვრება ულევ ფანტაზიას ბადებს. როგორია წარმოსახვით შენი თვალით დანახული მშობლიური ქალაქი ფოთი? სხვაგან სად იცხოვრებდი ფოთის გარდა?
– ჩემი თვალით დანახული ფოთი პატარა ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია, სადაც ხალხის სითბო და სიყვარული იგრძნობა. რაც შეეხება სხვაგან ცხოვრებას, ფოთის გარდა  მე ვიცხოვრებდი იქ, სადაც მეტი ბუნება და სიმშვიდეა. ასეთი პირობებისთვის იდეალური ვარიანტია სვანეთი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები