ბათუმში, სადაც ამ დრომდე ხმაურია, პოლიციამ ორი პირი დააკავა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვას სცადეს. წინასწარი ინფორმაციით, აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. ადგილზე შეკრებილებმა პერფორმანსი მოაწყვეს – მათ სამთავრობო შენობასთან, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კაბინეტია, ბუშტები გაუშვეს. პერფორმანსს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. არეულობის შედეგად, ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. გარდა ამისა, დაზიანდა კარვებიც, რომლებიც აქციის მონაწილეებს აქვთ გაშლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები