„ისტორიის მოკლე კურსი აბიტურიენტებისთვის“ – სახელმძღვანელოს ონლაინწარდგენა

30 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბესიკ ლორთქიფანიძე ონლაინრეჟიმში წარადგენს ახალ წიგნს – „ისტორიის მოკლე კურსი აბიტურიენტებისთვის”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ავტორი ისაუბრებს მის შინაარსზე და ბოლოს უპასუხებს კითხვებსაც.
„წიგნის ავტორები კარგად არიან ცნობილი, როგორც გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებით, ისე დამხმარე ლიტერატურით, რომლებიც უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს არა მარტო ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლე-აბიტურიენტთა, არამედ მასწავლებელთა შორისაც.
წიგნი სრულად მოიცავს ეროვნული გამოცდის პროგრამულ საკითხებს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიიდან. ფაქტობრივად, იგი აერთიანებს XI-XII კლასების ისტორიის ყველა სახელმძღვანელოს.
თემები მოწოდებულია მოსწავლისათვის გასაგები მარტივი ენით, საინტერესოდ, მოკლედ და ამომწურავად, საკვანძო საკითხებზე ყურადღების გამახვილებით.
ეს წიგნი ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს აბიტურიენტებს ისტორიის ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორები: ნატა ახმეტელი და ბესიკ ლორთქიფანიძე.
წარდგენა გადაიცემა „დიოგენეს“ ფეისბუქგვერდით, პირდაპირ რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები