ჩოხატაურში, ქვის სატეხ საამქროში ახალგაზრდა მუშა დაიღუპა
ჩოხატაურში, ქვის სატეხ საამქროში უბედური შემთხვევა მოხდა. მუშაობის დროს, 33 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში შეყვანიდან მალე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.