თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს
თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპერატიული შტაბის წევრები სტიქიის ზონაში ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
‘სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი თელავში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფისა და სალიკვიდაციო სამუშაოების ოპერატიული მართვის მიზნით შეიქმნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.