საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შორის საუბარი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები, განიხილეს.
„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საჰარეო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს გასული წლის ივლისში, საქართველოში საჰაერო მგზავრთა გადაზიდვის დროებითი აკრძალვის გათვალისწინებით. ამის პირობები კარგად არის ცნობილი. საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოება, გარდა ამისა, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნორმალიზებული უნდა იყოს ორივე ქვეყანაში,“ – ნათქვამია განცხადებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.