„სანამ მამა დაბრუნდება” – მარიამ გულბიანის ფილმის ონლაინჩვენება
27 ნოემბერს, 22:00 საათზე, მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმის „სანამ მამა დაბრუნდება” ონლაინჩვენება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი ნაჩვენები იქნება ფეისბუქით პირდაპირ ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე და ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში.
ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე. ეს არის ორი ქისტი გოგონას – იმანისა და ევას მეგობრობის ისტორია. კინო მათი ახალი და დიდი შთაბეჭდილებაა, რომლის შთაგონებით მოკლე ფილმების გადაღებას იწყებენ. გოგონები ცხოვრობენ პანკისის ხეობაში, რომელიც ბევრმა მამაკაცმა დატოვა…