ირმა ინაშვილი: საქართველოში ყველაზე სამართლიანი არჩევნები, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, კომუნისტებმა ჩაატარეს

“არჩევნების შედეგებზე ხალხმა შეგუება დაიწყო”, – ამის შესახებ ირმა ინაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„მინდა, თვალი გადავავლო ბოლო 30 წლის მანძილზე რაც კი საქართველოში არჩევნები ჩატარებულა და დავინახავთ, რომ ყველაზე სამართლიანი არჩევნები, რაოდენ პარადოქსულადაც  უნდა ჟღერდეს, კომუნისტებმა ჩაატარეს, როცა ზვიად გამსახურდია ავირჩიეთ. მას შემდეგ, მეტნაკლებად, ყალბდებოდა, სხვათა შორის, ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო, მაგრამ შემდეგ ხალხმა შეგუება დაიწყო – ყალბდება, მაგრამ რა ვქნათ.
შეგუებასაც აქვს საზღვარი და რაც 31 ოქტომბერს მოხდა, ყველა ზღვარს გადაბიჯება იყო, გაყალბების ფორმები ყველა ზღვარს გასცდა“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები