გიუმრიში რუსი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს

გიუმრიში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 36 წლის ანტონ პისკას ცხედარი დერეფანში იპოვეს. პისკა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარებაში შეტყობინება 25 ნოემბერს, 15:25 საათზე შევიდა. მისამართზე მედიკოსთა ბრიგადა გაემგზავრა და 36 წლის რუსი სამხედრო გარდაცვლილი იპოვა.

ამჟამად, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები