დონალდ ტრამპი ქვეყანაში 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს კვლავ უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შესახებ ტრამპი “ტვიტერზე” წერს.
„ახლახან ვნახე ხმების დათვლის ცხრილები. არ არსებობს გზა, რომ ბაიდენმა 80 მილიონი ხმა მიიღო. ეს იყო 100%-ით გაყალბებული არჩევნები”,- წერს ტრამპი.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში “დემოკრატმა” ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მან კოლეგიაში 306 ხმა მოიპოვა.