გერმანიაში შემზღუდავი ზომები შესაძლოა, მარტამდე შენარჩუნდეს

“გერმანიის მოსახლეობა უნდა განეწყოს იმაზე, რომ შემზღუდავი ზომები ძალაში, სულ მცირე, იანვრამდე შენარჩუნდება, უახლოეს დროში ზომების მნიშვნელოვანი შესუსტება არ იგეგმება”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

“ჩვენი მიზანი იყო და რჩება ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება იქამდე, რომ ჯანდაცვის დაწესებულებებმა შეძლონ მათი კონტროლი და ჯაჭვური გადაცემის არიდება”, – თქვა მერკელმა და განმარტა, რომ საუბარია 100 ათას სულ მოსახლეზე, 7 დღის განმავლობაში მხოლოდ 50 ახალ ინფიცირებულზე.

კანცლერმა ასევე თქვა, რომ 24 დეკემბრიდან 1-ელი იანვრის პერიოდში დღესასწაულებთან დაკავშირებით ქვეყანაში დასაშვები იქნება შეხვედრები მაქსიმუმ 10 კაცის ოდენობით, თუმცა, ამასთანავე მოქალაქეებს სოციალური კონტაქტების შემცირებისკენ მოუწოდა.

თუმცა, დღეს მერკელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ხელგე ბრაუნმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შემზღუდავი ზომების შენარჩუნება შესაძლოა, მარტამდე გახდეს საჭირო.

“წინ ზამთრის რთული თვეები გველოდება, და ეს მარტამდე გაგრძელდება”, – თქვა მან გერმანიის ერთ-ერთ ტელეარხზე გამოსვლის დროს.

მისი თქმით, მარტის შემდეგ, მოხდება ბევრად მეტი ადამიანის ვაქცინირება, ასევე, გაზაფხულზე ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გამარტივდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები