თბილისის მერიამ, დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გამართა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე, „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიამ, დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გამართა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილეს. მოქალაქეებს თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სრული ინფორმაციის მიღების, პირადი პოზიციის დაფიქსირებისა და მართვის პროცესში ეფექტიანად ჩართვის საშუალება ჰქონდათ.

შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ზარქუა და ოთარ გრიგოლია,  ევრო საბჭოს წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

„დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვისაუბროთ თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე, რომლის შექმნაზეც  ვმუშაობთ. ჯამში,  3 საჯარო შეხვედრა გაიმართება. ეს არის რიგით პირველი შეხვედრა. კონტრაქტორმა კომპანიამ უკვე შეიმუშავა  ზოგადი კონცეპტუალური დიზაინი და სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ დღეს. ასევე, მოვისმინეთ მოქალაქებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები და შენიშვნები, რომლებსაც შემდგომ,  პროცესში გავითვალისწინებთ. კიდევ ორჯერ გაიმართება მსგავსი შეხვედრა და შედეგად, პარკში  რეალურად აისახება  საზოგადოების ხედვა მწვანე სივრცეების მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.

აღნიშნული პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები