გიორგი გახარია: მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 70 წელს ზემოთ ადამიანები სახლში დარჩნენ.

მისივე თქმით, ეს არის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა.

„საქართველოს მთავრობისა და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად ვეცადოთ, 70 წელს ზემოთ ადამიანები, შეძლებისდაგვარად, დავტოვოთ სახლში. ეს არის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები