„ელიტ ელექტრონიქსის” გენერალური დირექტორი: იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ბიზნესთან და ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციების შედეგად იღებს. ჩვენს შორის შედგა უკვე მეორე შეხვედრა, -ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის” გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ჯობავამ, პრემიერ-მინისტრთან ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა.

„პირველი შეხვედრა იყო ორშაბათს, სადაც განვიხილეთ საკითხები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, გვქონდა რამდენიმე ვერსია, შაბათ-კვირის დაკეტვასთან დაკავშირებით. დღესაც რამდენიმე მიმართულება განვიხილეთ. იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით ისეთ გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი”, – განაცხადა ვლადიმერ ჯობავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები