ირმა ინაშვილი: ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას – უნდა შედგეს 8 მარტის ტიპის მემორანდუმი ძალიან მყარი გარანტიებით

“ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არა მარტო პოზიცია, არამედ უნდა შედგეს 8 მარტის ტიპის შეთანხმება, მემორანდუმი ძალიან მყარი გარანტიებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომ ინიშნება ახალი არჩევნები”, – ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, თუმცა, დეტალები კონფიდენციალურია.

„გრძელდება ჩვენი შეხვედრები. უაღრესად ვაფასებ ჩვენი პარტნიორების ჩართულობას ამ პროცესში, ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ისინი, კონკრეტულად საქართველოში ევროკავშირის ელჩი და აშშ-ის ელჩი, თუმცა, რა თქმა უნდა, ის რეალობაა უკეთესი, როცა პოლიტიკური ძალები დამოუკიდებლად წყვეტენ საკითხს, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ქვეყნის სხვადასხვა შიდა პრობლემასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რაც ჯერ კიდევ საჭიროებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობასა და თანამონაწილეობას ამ პროცესში.

კიდევ ერთხელ ჩვენ დღეს ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე, მე დეტალებზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან კონფიდენციალურია ეს დეტალები, მიმდინარეობს საკმაოდ რთული პროცესი, ჩვენ ვემზადებით მესამე რაუნდისთვის.

ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არა მარტო პოზიცია, არამედ უნდა შედგეს 8 მარტის ტიპის შეთანხმება, მემორანდუმი ძალიან მყარი გარანტიებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომ ინიშნება ახალი არჩევნები, ასეთ შემთხვევაში უკვე ვილაპარაკებთ იმ ცვლილებებზე, რაზეც ვისაუბრე.

თუ არ შედგება ასეთი მკაფიო შეთანხმება, სადაც მკაფიოდვე ჩაიწერება, რომ ახალი არჩევნები ინიშნება, მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, დიდი ბრძოლა გავიარე როგორც ჟურნალისტმა, თქვენმა კოლეგებამ და ისევ აღმოვჩნდები თქვენს რიგებში, იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ“, – განაცხადა ინაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები