ლევან რატიანი: ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, დაავადების გავრცელება რომ შევაჩეროთ, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან

“ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, დაავადების გავრცელება რომ შევაჩეროთ, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან”, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც ლევან რატაინმა აღნიშნა, თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაიზრდება კრიტიკული პაციენტებიც, ამიტომ, პირველ ყოვლისა, ჩვენი თავი უნდა დავიცვათ.

„მე არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და ვიდრე ექიმი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ამას, არ ვიქნები პოლიტიკური წარმომადგენელი, არც დამცავი, არც ადვოკატი და არც მლანძღველი. მაგრამ ერთი რამე შემიძლია, გითხრათ, ჩვენმა საზოგადოებამ ამ დაავადების მოვლა უნდა ვისწავლოთ. მოვლა რას გულისხმობს, პირველ რიგში, რომ ჩვენ არ გავხდეთ ინფიცირებული. თუ დავინფიცირიდით, ჩვენ ვართ დაავადების გამავრცელებლები. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვთხოვ, მეტი საშველი არ გვაქვს, თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, ამიტომ პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ. მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, რომ პიკი იქნება, თუ დაავადების გავრცელება, რომ შევაჩეროთ ინფექციის გადაცემის წყარო, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობაზე, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც. არ ვიცი ბატონო, ეს ეკონომიკა და პოლიტიკა, ეს ჩემზე უკეთესად იციან ჩემმა ზემდგომებმა, მაგრამ ერთი რამე შემიძლია ყველას ვთხოვო და ვურჩიო, სიცოცხლე უნდა გადარჩეს ქვეყანაში. ვისწავლოთ ერთმანეთის მოვლა და ზრუნვა“, – განაცხადა რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები