თიკო თვალაძე: რაც შეეხება გავრცელების მიზეზებს, ყველამ თქვენს თავში ეძებეთ

“მე ვიქნები კოვიდინფიცირებული ხვალ თუ სხვა, შედარებით მსუბუქი სიმპტომებით ვისაც ექნება ვირუსი, საავადმყოფოებში უნდა დაუთმოს ადგილი ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს და არ წამოვიპლაკოთ 37 სიცხეზე ხაზარაძესავით პალატაში”, – ამის შესახებ ბლოგერი, თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ ვინმეს არ აწყობს ვირუსთან დაკავშირებული დღევანდელი მდგომარეობა, ესაა ხელისუფლება.

„რაც შეეხება გავრცელების მიზეზებს, ყველამ თქვენს თავში ეძებეთ, განსაკუთრებით – გატლეკილმა ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა, ასევე, პეროიანებმა და კუჭისმონებმა… და ნუ იშვერთ თითს ხელისუფლებისკენ, იმიტომ კი არა, რომ ვიცავ, თუ ვინმეს არ აწყობს დღეს ეს კოშმარი, ხელისუფლებაა და ჩვენზე გაცილებით წინ წასული ქვეყნები ვერ უმკლავდებიან ამ ვირუსს ისე, რა პრეტენზიებით ზოგ-ზოგიერთებს გაქვთ აქ”, – წერს თიკო თვალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები