ზამთრის მოახლოების გამო, დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება

ტემპერატურის ცვლილების გამო, 25 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება.

ზამთრის დადგომისას შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლიურად ხორციელდება.

დედაქალაქში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია.

ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ჩაირთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები