ჯანმო: ევროპაში ყოველ 17 წამში ერთი კოვიდპაციენტი კვდება
“ევროპის რეგიონში კორონავირუსისგან ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი კვდება, ყოველდღიურად კი კონტინენტზე, საშუალოდ, 4,5 ათასი ადამიანი იღუპება”, – განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ.
“ევროპის რეგიონში ყოველ 17 წამში ერთხელ კოვიდ19-სგან ადამიანი კვდება. ყოველჯერზე, როდესაც ვცდილობთ რეკომენდაციების დაცვას, ვებრძვით კორონავირუსის არარსებობის მტკიცებულებას, ჩვენი წილი შეგვაქვს ადამიანების გადარჩენაში. ამჟამად, ევროპაში საშაულოდ ყოველდღიურად 4,5 ათასი ადამიანი იღუპება. საერთო კარანტინის დაწესების არიდება შესაძლებელია, თუ ყველა მივიღებთ ამაში მონაწილეობას”, – თქვა მან.