ევროკომისია: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში თანამშრომლობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ კომპრომისს მიაღწევენ

ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საქართველოს მმართველი გუნდი და ოპოზიცია პარლამენტში თანამშრომლობისთვის საჭირო კომპრომისს მიაღწევენ.

ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა, პიტერ სტანომ Twitter-ში დაწერა.

“საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში თანამშრომლობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ კომპრომისს მიაღწევენ, რათა შემდგომ მოხდეს რეფორმებზე მუშაობა, ასევე, მიმდინარე სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა”, – დაწერა სტანომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები