რაულ ქირია: ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის ძალიან მაღალი კლასის მენეჯერია

“აბსოლუტური დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეკატერინე ტიკარაძე არის ჯანდაცვის ძალიან მაღალი კლასის მენეჯერი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად ადამიანების მიმართ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისადმი”,- ამის შესახებ პოლიტიკური პიარის სპეციალისტი რაულ ქირია სოციალურ ქსელში წერს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ეკატერინე ტიკარაძის ირგვლივ სამედიცინო სფეროს კეთილსინდისიერი წარმომადგენლები გაერთიანდეს.

“ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, გამოვხმაურებოდი თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს და კონკრეტულად მინისტრთან დაკავშირებით მიმდინარე ამბებს. ქალბატონ ეკატერინესთან საქმიდან გამომდინარე რამდენიმე შეხვედრა მქონდა და აბსოლუტური დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ჯანდაცვის ძალიან მაღალი კლასის მენეჯერი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად ადამიანების მიმართ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისადმი. იქ მცხოვრები ადამიანები სწორედ მინისტრის ძალისხმევით იღებენ სხვადასხვა სერვისებს და პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში გაუხმაურებლადაც ბევრი რამ კეთდება მათთვის. ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს და აკეთებს კარგად.

იმაზე, რაც ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით ხდება, ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ დროა, ყველაფერს დაერქვას სახელი. ყველას კარგად ახსოვს 520-ე დადგენილება, რომლის ინიციატორიც ეკატერინე ტიკარაძე იყო და რომელიც ჯანდაცვის სფეროში კორუფციული გარიგებების მოსპობას და ჩვენი მოქალაქეების ხარისხიან, ფინანსურად ხელმისაწვდომ მკურნალობას გულისხმობდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლინიკებში. უფრო მარტივად და ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვათ: თუ პირობითად სახელმწიფო დააწესებდა, რომ რომელიმე ოპერაცია ღირს 100 ლარი, იგივე ოპერაციის ფასი ყველა კლინიკაშიც 100 ლარი უნდა ყოფილიყო, რათა ფასთა სხვაობის გამო პაციენტი არ ყოფილიყო იძულებული უფრო იაფი მომსახურების კლინიკა ეძებნა. ეს ფინანსურთან ერთად, ასევე გეოგრაფიულად ხელმისაწვდომს ხდიდა პაციენტისთვის მომსახურებას. ყველამ იცის, რომ საქართველოში მოქმედებს “ჯანდაცვის მაფია”, რომელსაც არ მოსწონს ჯანდაცვის სფეროში ასეთი ცვლილებები და ეს ადამიანები ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი დისკრედიტაციით არიან დაკავებული, ასევე, ე.წ. ,,გუნდში” შემავალი პირები, რომლებიც მის დისკრედიტაციას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ ეკატერინე ტიკარაძის ირგვლივ გაერთიანდეს სამედიცინო სფეროს კეთილსინდისიერი წარმომადგენლები, რომ ამ მაფიას არ მიეცეს იმის შესაძლებლობა, სრულად დაეპატრონონ ჯანდაცვის სისტემას”,- წერს ქირია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები