გლობალური შეხვედრების სერია – ProductTank Tbilisi ონლაინრეჟიმში ჩატარდება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გლობალური შეხვედრების სერია – ProductTank Tbilisi – პარასკევს, 27 ნოემბერს,თბილისის დროით 20:00 საათზე კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება.

როგორც ,,კვირას” ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, პროდუქტ მოძრაობაში, რომელიც 200-ზე მეტ ქალაქს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Tbilisi Startup Bureau უკვე თითქმის 2 წელია აქტიურადაა ჩართული და სისტემატურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. ღონისძიება მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია პროდუქტ მენეჯმენტით.

,,მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით შეხვედრა ონლაინრეჟიმში ჩატარდება – პლატფორმა Zoom-ისა და FacebookLive Stream-ის გამოყენებით. დასწრება კი, როგორც ყოველთვის, ყველა მსურველისთვის ამჯერადაცთავისუფალია, თუმცასაჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi

27ნოემბრის ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა UX კვლევას შეეხება და ამ თემასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დაგროვილ გამოცდილებას ტრადიციულად 2 მომხსენებელი გაგვიზიარებს:
• თამუნა წიკლაური, Adjarabet-ის UX Researcher, ისაუბრებს მომხმარებელთა გავლენაზე პროდუქტების განვითარების პროცესში.

• გუა ტაბიძე, Adjarabet-ის Product Owner, დაგვაფიქრებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული პროდუქტის აღმოჩენის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ხმისა და ჰიპოთეზის ვალიდაციას.

ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს Intrro-ს მთავარი UX დიზაინერი – მარიამ ხუნძაყიშვილი.

პროექტის პარტნიორია ,,აჭარაბეთი” (Adjarabet.com)

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: Linkedin -სადა Facebook-ზე,”- ნათქვამია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები