ხათუნა ზახაშვილი: კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს

“კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეს.

„კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს და ამ დაავადების კიდევ ერთხელ გადატანა. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს მსოფლიოში. შესაძლებელია და ყველას გვაქვს შანსი, ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდეთ გარკვეულ ცვლილებებგანცდილ ვირუსს, რაც გამოიწვევს ხელმეორედ დაავადებას“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები