მაია ცქიტიშვილი: მასშტაბური ,,ლოკდაუნი” არ იგეგმება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოში ,,ლოკდაუნი” არ იგეგმება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,დღეის მდგომარეობით, შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. როგორც მედიასაშუალებებით და ასევე მოსახლეობაშია ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გუშინ ან დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური “ლოკდაუნის” შესახებ, კიდევ ერთხელ მინდა – გითხრათ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ არის მიღებული.
განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზუდვებს, რაც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის. ყველაზე ეფექტიანი საშუალება კვლავ არის პირბადე და სოციალური დისტანცია”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.