ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს, სადაც არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, საშობაო დღესასწაულზე შეზღუდვების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით აფრთხილებს.
ამის შესახებ ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.
“თუ ქვეყანაში არ არსებობს აუცილებელი ინფრასტრუქტურა და მთავრობას არ შეუძლია ინფიცირებული ადამიანების კონტაქტების გამოვლენა და მათი იზოლირება, შეზღუდვების შესუსტება ინფიცირების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს”, – აღნიშნა რაიანმა.
მისი თქმით, მთავრობებს უნდა ესმოდეთ, რომ მათ რისკების მხოლოდ პროგნოზირება შეუძლიათ.
“არ არსებობს სამეცნიერო ფორმულა, რომლის გამოყენებით შეიძლება, გამოთვალო, შეზღუდვის რომელი შესუსტება ან რამდენი დღით არ გამოიწვევს ვითარების გაუარესება. თუმცა, საშობაოდ მკაცრი შეზღუდვების შენარჩუნებაც ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს. თუ ადამიანებს ერთმანეთის ნახვის შესაძლებლობა არ ექნებათ, ბევრში ეს მოწყენასა და დეპრესიას გამოიწვევს, რამაც შესაძლოა, შემზღუდავი ზომებისგან დაღლის განცდა გამოავლინოს და მათში პროტესტი გააღვივოს”, – განმარტა მაიკლ რაიანმა.