სომხეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 2 ათასს გადასცდა
სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 002-ს მიაღწია, ბოლო ერთ დღეში კი ვირუსს 26 პაციენტი ემსხვერპლა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან უკვე 127 522-ე შემთხვევაა.
სულ რესპუბლიკაში დაავადების დამარცხება 98 944-მა პირმა შეძლო, მკურნალობას 26 069 პაციენტი აგრძელებს.