ბაიდენმა საკუთარ ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებზე კანდიდატები ოფიციალურად დაასახელა

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საკუთარ ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებზე კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდა.

სია ბაიდენის გარდამავალი გუნდის საიტზე განთავსდა.

კერძოდ, ქვეყნის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ბაიდენი ენტონი ბლინკენს წარადგენს, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მისი მრჩეველი იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივნის დამტკიცებას სენატის თანხმობაა საჭიროა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა უმრავლესობით არის წარმოდგენილი.

46-ე პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი გახდება.

ქვეყნის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შესთავაზეს.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობას ქალი – ავრილ ხეინსი დაიკავებს.

შიდა უსაფრთხოების საკითხების უწყებას ჩაიბარებს ალეჰანდრო მაიორკასი, რომელიც თანამდებობაზე პირველი ლათინოამერიკელი და იმიგრანტი გახდება.

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი კი ლინდა ტომას-გრინფილდი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები