23 ნოემბერი ლაშა თაბუკაშვილის დაბადების დღეა

23 ნოემბერს მწერალი და ფილოლოგი ლაშა თაბუკაშვილი დაიბადა. მწერალს 70 წელი შეუსრულდა.
დაიბადა თბილისში 1950 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
იყო კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე (1975-1981),  კინოსტუდია ,,ქართული „ქართული ფილმის” მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1981-1986).
ჟურნალ „XX საუკუნესთან” დააარსა მწერალთა კავშირის კლუბი – „XX საუკუნე” (1998). მისი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ო’ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში – „100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი”.
2010 წელს მიენიჭა თეატრალური პრემია „დურუჯი”, საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესისთვის –
„ათვინიერებენ მიმინოს” („სულის სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ”).
2005 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, წლის საუკეთესო პიესისთვის –
„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები