ნათია იოსელიანი: საჩივრების შეტანის ვადა სრულდება ხვალ

„საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 16 საჩივარია შესული, თუმცა აღსანიშნავია, რომ საჩივრების შეტანის ვადა სრულდება ხვალ”, – ამის  შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისი  თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიები ყველა საჩივარს კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილავს.

“საოლქო საარჩევნო კომისიები ყველა საჩივარს კანონით გათვალისწინებულ ვადებში, ანუ ორ დღიან ვადებში განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნების საბოლოო შედეგს დაადგენს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა, ხოლო კონსტიტუციის მიხედვით ახლადარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან მეათე დღეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები