22 ნოემბრიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ისევ ძალაშია

დღეიდან, 22 ნოემბრიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ისევ ძალაშია.

როგორც ცნობილია, 21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები