ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში კარგად იციან, რომ მეორე ტურისთვის კანდიდატურის მოხსნა არ შეიძლება, მარტივი სპეკულაციაა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო სუბიექტს თავისი კანდიდატურის მოხსნის უფლება არ აქვს.

მისივე თქმით, ოპოზიციამ, ან საარჩევნო კოდექსი არ წაიკითხა, ან საქმე ეხება სპეკულაციას, რაც მიუღებელია.

„როგორც ჩანს, მათ აქაც ვერ ჩახედეს საარჩევნო კოდექსს. იგივე პრობლემა ჰქონდათ მათ საჩივრების შეტანის დროს. როგორც მოგეხსენებათ, საჩივრების თითქმის 99% იყო შეტანილი არაუფლებამოსილი პირების მიერ, ეს ეხება პარტიების მიერ შეტანილ საჩივრებს. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე, არ ვიცი არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე თუ რაღაც შეგნებული ნაბიჯია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, მეორე ტურისთვის კანდიდატურის მოხსნა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, ეს არის მარტივი სპეკულაცია, რასაც ისინი მიმართავენ – ან საარჩევნო კოდექსი ვერ წაიკითხეს, ან არის უხეში სპეკულაცია, რაც ასევე, მიუღებელია”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები