ირაკლი კობახიძე – ოპოზიციონერი აქტივისტები კორპუს-კორპუს დადიან და მოუწოდებენ ამომრჩეველს მივიდნენ არჩევნებზე და მათ მხარდაჭერა გამოუცხადონ

ოპოზიციონერი აქტივისტები კორპუს-კორპუს დადიან და მოუწოდებენ ამომრჩეველს მივიდნენ არჩევნებზე და მათ მხარდაჭერა გამოუცხადონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციია მხრიდან სპეკულაციას აქვს ადგი და მათი წევრები ფარულად, აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე.
„ოპოზიციის მხრიდან მარტივ სპეკულააციას აქვს ადგილი, ან საარჩევნო კოდექსი ვერ წაიკითხეს. საბჭოთა წარსულს მათი ის ნაბიჯები გვაგონებს, რაც 2016 წელსა და 2020 წლის მეორე ტურში გადადგეს. როგორც ამერიკელები ამბობენ ეს არის უკვე ნანახი კინოა და იმედია, 2024 წელსაც იგივე კინოს არ გვანახებენ.
„დღეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს, საქართველოს მილიონამდე მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა, წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე, გარდა ამისა, ისინი ფარულად, აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. კორპუს-კორპუს დადიან და მოუწოდებენ ამომრჩეველს მივიდნენ არჩევნებზე და მათ მხარდაჭერა გამოუცხადონ. შესაბამისად, ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები