“ოპოზიციას არ სურს მეორე დამარცხების მიღება და აქედან გამომდინარე იკავებენ მეორე ტურში მონაწილეობისგან თავს”

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა არასწორი ნაბიჯია.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისივე თქმით, ოპოზიციას მეორე დამარცხების მიღება არ სურს.

„როგორც ამერიკელები იტყოდნენ – „ ეს კინო ნანახი გვაქვს“. 2016 წელს იყო ზუსტად იგივე ვითარება. 2016 წელსაც უარი თქვეს ოპოზიცის წარმომადგენლებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე, რაც არ არის სწორი ნაბიჯი პირდაპირ შეიძლება ითქვას. მათ არ სურთ მეორე დამარცხების მიღება და აქედან გამომდინარე, ისინი თავს იკავებენ მეორე ტურში მონაწილეობისგან უკვე მეორე არჩევნებია ზედიზედ. ეს არ არის სწორი ნაბიჯი და ეს არ არის ის ნაბიჯი, რომლითაც პოლიტიკაში უნდა იმოქმედო“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები